LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ქალაქის გარდა, 18 იანვრიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება

3215
FORTUNA.GE-

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრი განათლების მინისტრის 27 ნოემბრის ბრძანების შესაბამისად გაგრძელდება.

შესაბამისად, 18 იანვრიდან დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულში და გარდაბანში, სასწავლო პროცესი დაიწყება დისტანციურად.

დისტანციურ ფორმატში განახლდება სასწავლო პროცესი აჭარაშიც.

სხვა ყველა საჯარო სკოლაში კი, მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან.

ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, სამინისტრომ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში, გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს კი განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება და სკოლების მონიტორინგს განახორციელებს.