10 ნოემბერს, რესტორანი „ოტიუმი“ შესანიშნავი ქართველი კომპოზიტორის, რუსა მორჩილაძის საღამოს მასპინძლობს.
კონცერტზე იმღერებენ ცნობილი შემსრულებლები, ვისაც რეპერტუარში რუსას დაწერილი სიმღერა აქვს.
აჩიკო მეფარიძე, ნინო ჩხეიძე, დუეტი „ჯორჯია“ და რასაკვირველია, თავად რუსა მორჩილაძე საღამოს თავიანთი შესრულებებით გაალამაზებენ.
ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია.