ადამიანები სიყვარულს ინდივიდუალურად აღვიქვამთ.
სიყვარული რთული გრძნობაა, რომელსაც კარგთან ერთად, ცუდი ემოციებიც ახლავს.
როგორ მივხვდეთ ნამდვილად ვუყვარვართ თუ არა მეორე ნახევარს?
ცხადია, ამას ბოლომდე ვერასდროს ამოვხსნით, თუმცა ექსპერტები 10 მარტივ ნიშანზე საუბრობენ, რომლებიც პარტნიორის სიყვარულზე მეტყველებს:
- პატივისცემით გეპყრობათ
- მუდმივად ახსოვხართ
- კომპრომისებზე მიდის
- საზოგადოებაში თქვენდამი სითბოს გამოხატავს
- თქვენზე ზრუნავს
- სურს მისი ოჯახი გიყვარდეთ
- ბოდიშის მოხდა არ უჭირს
- საუბარში “მე”-ს ნაცვლად იყენებს -“ჩვენ”
- სამომავლო გეგმებში გახსენებთ
- ხშირად გეუბნებათ რომ უყვარხართ