LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე “ოცნებაც” არასრულადაა წარმოდგენილი

82
131179551-1970108159796718-8118380748210710270-n

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას 90 დეპუტატიდან 88 ესწრება. როგორც მმართველ გუნდში განმარტეს, ოცნების არასრულად წარმოდგენა დღევანდელ სხდომაზე ორი დეპუტატის თვითიზოლაციის საკითხს უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტში 31 ქალია შესული გენდერული კვოტების გზით, თუმცა ბოიკოტის გამო 16 ქალი ესწრება პირველ სხდომას.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, სიტყვა პარლამენტის სხდომაზე დამსწრე უხუცეს წევრს ლადო კახაძეს გადაეცა, რომელიც პირველ სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება.

“გისურვებთ თითოეულ თქვენთაგანს ჯანმრთელობას და მშვიდობას. გისურვებთ ამ ურთულესი მდგომარეობიდან მსოფლიო კოვიდპანდემიიდან ღირსეულ და უსაფრთხო გამოსავალს, გისურვებთ წარმატებებს და ბედნიერებას პირად ცხოვრებაში”, — განაცხადა კახაძემ.

“გვსურს, პარლამენტის ყველა არჩეული წევრი პარლამენტში ვიხილოთ”-ნახევრად ცარიელი დარბაზი და ელჩი დეგნანი საქართველოს დროშის გამოსახულებიანი პირბადით

საქართველოს ისტორიაში პირველად მმართველი გუნდის დეპუტატები აქტივისტებმა შენობაში “მონის” ძახილითა და საბჭოთა კავშირის სიმღერით შეაცილეს.

სხდომის გახსნის პარალელურად, ოპოზიციურმა პარტიებმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც, პარტიის ხელმძღვანელები ცესკოდან თავიანთ პარტიულ სიებს გამოითხოვენ და პოლიტიკოსები ინდივიდუალურად იტყვიან უარს თავიანთ მანდატებზე.

საჯარო ხელმოწერა: ოპოზიციის წევრები საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები