LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 მიზეზი, რატომ არიან ფემინისტები საუკეთესო მეგობრები

236

ფემინისტმა, შესაძლოა, ზემდეტად კატეგორული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოს. რეალურად კი ყველა თანხმდება იმაზე, რომ სწორედ ძლიერი, ფემინისტი ქალები არიან საუკეთესო მეგობრები, რომელთა გვერდში დგომა ცხოვრების ყველა ეტაპზე იგრძნობა. ამას კი ცხადია, აქვს თავისი მიზეზები.

 

  1. ის ყოველთვის 100%-ით გულწრფელია

ფემინისტები ცხოვრობენ პრინციპით, “მიმიღე ისეთი როგორიც ვარ”. შესაბამისად, მათთან რაიმე როლის თამაშიც არასოდეს მოგიწევთ. არ დაგჭირდებათ არც იმაზე ფიქრი, რა თქვათ და შემდეგ როგორ მოიქცეთ. ისეთს მიგიღებთ , როგორიც ხართ. ეს კი დიდი კომფორტია.

  1. ის წარმატების საუკეთესო მაგალითს იძლევა

ფემინისტები მიზანდასახული ადამიანები არიან და არასოდეს შურთ სხვისი წარმატება. მეტიც, მათი მთავარი მიზანია, ბევრი ქალი დადგეს წარმატების გზაზე. ამისთვის კი დახმარებას მუდამ გთავაზობენ. სწორედ ფემინისტი მეგობრის წყალობით,  გაქვთ საშუალება უფრო მეტს მაიღწიოთ ცხოვრებაში, რადგან მათთვის გუნდურობა პრიორიტეტია.

  1. მასთან ურთიერთობა სავსეა თავგადასავლებით

ფემინისტები,  ყველაფერთან ერთად, თავისუფლებისმოყვარული ადამიანებიც არიან. ისინი თავისუფლად იღებენ გადაწყვეტილებას და კარს უხსნიან ახალ შესაძლებლობებს.

  1. ის ყველაზე გულწრფელი მეგობარია

ფემინისტ ქალებს უყვართ გვერდით გულწრფელი მეგობრები. მათ არასოდეს ამოძრავებთ რაიმე სხვა განზრახვა. ისინი მეგობრობენ თქვენთან მხოლოდ იმიტომ, რომ უყვარხართ. მათ სჭირდებათ თქვენი რჩევა რთულ სიტუაციაში და თავადაც მუდამ მზად არიან დახმარებისთვის.

  1. ის არასოდეს მოგცემთ მოდუნების საშუალებას

ყველაფერთან ერთად ფემინისტები საუკეთესო მრჩეველებიც არიან. მაშინაც კი, როცა დროდადრო მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება დაგავიწყდებათ , გახსოდეთ, რომ გვერდით მუდამ იქნება მეგობარი, რომელიც ამას შეგახსენებთ.

  1. მისი იმედგაცრუება ადვილი არაა

ფემინისტი ქალები არ მიეკუთვნებიან იმ ადამინების რიცხვს, რომელთა იმედგაცრუებაც მარტივია. თქვენი შეცდომები მისთვის საბაბია, კიდევ უფრო მეტად დაგეხმაროთ. ამიტომ მასთან არც შეცდომების აღიარების მოგერიდებათ.

  1. მასზე არასოდეს ინერვიულებთ

ის არ მიეკუთვნება იმ ადამიანების რიცხვს, რომელსაც მუდამ უნდა სდიოთ. ძლიერმა ქალმა ყოველთვის იცის რა უნდა. მზადაა ახალი გამოწვევებისთვის და დახმარებასაც არავის სთხოვს. ის არ ცხოვრობს პრინცესას ცხოვრებით და გულუბრყვილო ქმედებები მისგან შორსაა.

  1. ის ყოველთვის პირველი დგამს ნაბიჯს

ფემინისტი ქალი საუკეთესო სექსუალური პარტნიორია ყველა მამაკაცისთვის. ის არასოდეს ელოდება ინიციატივას სხვისგან. მზადაა ღიად გამოხატოს თავისი სურვილები. მათ შორის საყვარელ მამაკაცთან ურთიერთობაში.

  1. ის არ ეცემა

ძლიერი ფემინისტი ქალები თითქმის არასოდეს ტყდებიან. ისინი მუდამ აკონტროლებენ სიტუაციას როგორც კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებში. მათი ყოველი ახალი ნაბიჯი სწორად გააზრებული და წინასწარ დაგეგმილია.

  1. მისთვის ურთიერთობები უმთავრესია

ფემინისტი ქალები არსოდეს უყურებენ ურთიერთობებს ზერელედ. იქნება ეს საუკეთესო მეგობრებთან, თუ პარტნიორებთან ურთიერთობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები