LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 მცნება მშობლებისთვის: „ნუ ელოდები, რომ შენი შვილი იქნება შენნაირი, ან ისეთი, როგორიც შენ გინდა…“

779
news203243566

სახელგანთქმული პოლონელი ექიმი, მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე იანუშ კორჩაკი წერდა იმ 10 მცნების შესახებ, რომელიც ყველა მშობლისთვის საინტერესო წასაკითხი და გასათვალისწინებელი იქნება:

1. ნუ ელოდები, რომ შენი შვილი იქნება შენნაირი, ან ისეთი, როგორიც შენ გინდა. დაეხმარე.რომ იყოს ის, რაც მას უნდა.
2. ნუ დააყვედრი ყველაფერს, რასაც მას უკეთებ. შენ მას სიცოცხლე აჩუქე, როგორ გადაგიხდის ამას? ის თავის შვილს გადასცემს სიცოცხლეს, ის შვილი თავის შვილს და ეს არის ბუნებრივი მადლიერების კანონზომიერება.
3. სხვის ჯავრს ბავშვზე ნუ იყრი, რადგან ის სუსტია. დიდი ხნის მერე მოხუცდები და შენც დასუსტდები და მოიმკი, რასაც დასთეს.
4. ნუ გაქვს აგდებული დამოკიდებულება მისი პრობლემების მიმართ. ცხოვრება მისთვისაც ისეთივე რთულია, როგორიც შენთვის. უფრო მეტადაც, რადგან მას არ აქვს გამოცდილება.
5. არ დაამცირო.
6. არ დაგავიწყდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთან შეხვედრაა. უფრო მეტი ყურადღება მიაქციე მას,რადგან ჯერ არ იცი ვის ხვდები ამ ბავშვის სახით.
7. ნუ დაიტანჯავ თავს იმაზე ფიქრით, რომ შვილს რაღაც ვერ გაუკეთე, რადგან ყოველთვის ცოტა იქნება, სანამ ყველაფერს არ გაუკეთებ.
8. შვილი ეს არ არის ტირანი, რომელმაც ცხოვრება წაგართვა.შვილი – ეს არის ცხოვრების ნაჩუქარი წმინდა ჭურჭელი, რომელსაც უნდა მოუარო და შემოქმედებითად შეავსო. შვილი არ არის უბრალოდ “ჩემი ბავშვი”, ის დროებით მოსავლელად მობარებული სულია.
9. გიყვარდეს უცხო ბავშვებიც. სანამ გადაწყვეტ, როგორ მოექცე, მათ ადგილას ყოველთვის შენი შვილი წარმოიდგინე.
10. გიყვარდეს შენი შვილი ყველანაირი – უიღბლო, უნიჭო, წარუმატებელი. მასთან ურთიერთობისას გაიხარე და გახსოვდეს – ეს ზეიმი შენთან გარკვეულ დრომდეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები