LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 მცირებიუჯეტიანი იდეა პაემნისთვის

1414

არადროსაა ცუდი დაგეგმოთ პაემანი. თუ საყვარელ ადამიანთან დაუვიწყარი დროის გატარება და გართობა გსურთ , რამდენიმე სახალისო და რომანტიკულ იდეას შემოგთავაზებთ, რომელიც ერთმანეთის უკეთ გაცნობაში და ფულის დაზოგვაშიც დაგეხმარებათ.

1.გაატარეთ დრო დესერტის მომზადებაში

ჩვეულებრივ, საჭმლის სახლში მომზადება უფრო იაფი ჯდება, ვიდრე გარეთ ჭამა. გარდა ამისა, ორივე მისცემთ კულინარიულ ნიჭს გამოვლენის საშუალებას  და გაიგებთ თუ როგორი მზარეული ხართ. ამ ცდას კი რომანტიკულ ვახშმადაც აქცევთ.


 

2. ერთად დაკავდით სპორტით

ითამაშეთ ერთად კალათბურთი, ფეხბურთი, ფრენბურთი – შეიძლება სულაც არ გამოგდიოდეთ, მაგრამ მთავარია ერთად ყოფნა. ამასთან, ორივე კარგ ფორმაში იქნებით, ერთობლივი ვარჯიში კი მოტივაციას აამაღლებს.

 

 

3. ისწავლეთ რამე ერთად

ყოველთვის შეიძლება ისეთი აქტივობის გამონახვა, რომელსაც ერთად დაეუფლებით. ეს შეიძლება უცხო ენის შესწავლა ან მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა იყოს. ამ გზით ბევრ საერთო რამეს აღმოაჩენთ და ახალი ჰობიც თქვენს ურთიერთობას მრავალფეროვანს გახდის


 

4. მოაწყვეთ პიკნიკი

ბუნება ადამიანებში ყოველთვის დადებით ემოციებს აღძრავს. სანამ ჯერ კიდევ თბილი დღეებია, წადით პიკნიკზე. შეარჩიეთ ადგილი, შეადგინეთ მენიუ , შეხვდით მზის ჩასვლას ან ამოსვლას ერთად  და დატკბით თავისუფლებით

 

 

5. ითამაშეთ ბოულინგი

ეს კარგი ადგილია გასართობად და დასასვენებლად. გაიგებთ რამდენად  აზარტულია თქვენი საყვარელი ადამიანი, უყვარს თუ არა პირველობა.

 

6. წაუკითხეთ ერთმანეთს  წიგნები

იპოვეთ წიგნი, რომელიც ორივეს დაგაინტერესებთ და მონაცვლეობით ხმამაღლა წაუკითხეთ ერთმანეთს. კითხვის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ  შინაარსიც განიხილოთ.

 

7. უყურეთ ვარსკვლავებს ერთად

ალბათ,  ფილმებში მსგავსი სცენა ხშირად გინახავთ – ერთი შეხედვით ბანალური, თუმცა უნდა ვაღიაროთ ყველაზე რომანტიკული პაემანია – უყუროთ  ვარსკვლავებს ერთად. ეს საუკეთესო გზაა საყვარელ ადამიანთან ერთად განსატვირთად.

 

 

8. გაისეირნეთ ქუჩებში

მოიქეცით ტურისტებივით, რომლებიც პირველად ჩამოვიდნენ ქალაქში. იხეტიალეთ ხელიხელჩაკიდებულებმა, დაათვალიერეთ ქუჩები და მიიღეთ სიამოვნება. უამრავ ახალს მშობლიურ ქალაქშიც აღმოაჩენთ  და – ერთმანეთშიც.

 

9. წადით ლაშქრობაში

თუ იმდენად აქტიური ხართ, რომ უბრალოდ ბარში ან კაფეში დასხდომაზე მეტად ღია ცის ქვეშ ხეტიალი და თავგადასავლები გხიბლავთ, საუკეთესო ვარიანტია  ლაშქრობაში ერთად გამგზავრება, ხშირად სპონატურად შერჩეული ადგილი ყველაზე ძვირადღირებულ რესტორანში დაგეგმილ პაემანს სჯობს.

 

10. გაისეირნეთ ველოსიპედით

გაისეირნეთ ველოსიპედით ქუჩებში. ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის და ურთიერთობისთვისაც საკმაოდ სასარგებლო იქნება . გარდა ამისა, ირგვლივ  უამრავ ლამაზ სანახაობას  წააწყდებით

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები