თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელი სხდომა არქიტექტირის სამსახურში სისტემური რეფორმის განხორციელების ინიციატივით დაიწყო. კალაძის თქმით, უწყებას ამჯერად მხედველობაში აქვს ის სამშენებლო პროცესები, რომლებიც დედაქალაქს „აწუხებს“.
„ეს იყო პრობლემები, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდებოდა. ეს იყო ბიუროკრატიული მექანიზმების შემცირება და სანებართვო მომსახურების ეფექტიანი მართვა,“ – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, 10 მაისიდან თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა განსხვავებული რეჟიმით დაიწყო მუშაობა.
„ეს სისტემა წარმატებული აღმოჩნდა. 10 მაისიდან არქიტექტურის სამსახურში რეგისტრირებულ არცერთ განცხადებაზე არ დაფიქსირებულა ვადაგადაცილება და მოქალაქეები ისევე, როგორც დეველოპერები და არქიტექტორები, იღებენ კვალიფიციურ მომსახურებას კანონმდებლობით დადგენილ ვადებში,“ – განაცხადა კალაძემ.