LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 მაისამდე 6 000 საწოლის მობილიზება მოხდება: თამარ გაბუნია

62
თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ინფექციის გარკვეულწილად მატებასთან ერთად, 10 მაისამდე 6 000 საწოლის მობილიზება მოხდება.

მისივე განცხადებით, ახლა ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 14 000 აქტიური შემთხვევაა.

„ინფექციის გარკვეულწილად მატებასთან ერთად, , რა თქმა უნდა, მობილიზაციის ხარისხი იზრდება. დღეის მდგომარეობით, ჰოსპიტლებში 3 700-მდე პაციენტი რჩება, დამატებითი კლინიკების მობილიზებაზე მუშაობა მიდის, გეგმა გვაქვს – 10 მაისამდე 6 000 საწოლის მობილიზება,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

მისი თქმით, გასული მეორე ტალღის პერიოდში, როცა აქტიური შემთხვევები იყო, 31 000 იყო მაქსიმუმი, პიკური მაჩვენებელი, ხოლო ამ პერიოდში საწოლფონდის დატვირთვა შეადგენდა 6 700 პაციენტს.

“აქედან გამომდინარე, მაქსიმალური დატვირთვის პირობებში, ჰოსპიტალურ სექტორს დაახლოებით, 7 500 საწოლის მობილიზება სჭირდება, თუმცა, დღევანდელ მდგომარეობაში, ის საწოლფონდი, რაც გვაქვს, სრულად საკმარისია,” – დასძინა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. 

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მეტი დატვირთვაა თბილისზე მოდის, სხვაგან კი, უკეთესი მდგომარეობაა და ამდენად, თბილისში აქტიურად ხდება საწოლების მობილიზება. რაც შეეხება სხვა მარაგებს, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მარაგები საკმარისია იმისთვის, რომ ყველა პაციენტმა შესაფერისი სამედიცინო მომსახურება მიიღოს.

“ბოლო პერიოდში რამდენიმე კოვიდსასტუმროს დამატება მოგვიხდა, დაახლოებით, 700-მდე პაციენტი აგრძელებს კოვიდკლინიკებში მკურნალობას და რა თქმა უნდა, ონლაინკლინიკები მუშაობენ იმისთვის, რომ ბინაზე მყოფ პაციენტს შესაფერისი მომსახურება ჰქონდეს.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროგრამას, ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიდის, ეს კვირა იმუნიზაციის კვირეულია. მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ მოწოდება იმის, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია განსაკუთრებით, კორონავირუსის პერიოდში“, – განაცხადა გაბუნიამ.

კოვიდპასპორტის გაცემის პრაქტიკა საქართველოში მალე დაინერგება: თამარ გაბუნია