LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 კილოგრამამდე ჰეროინი – 2019 წელს ნარკოდანაშაულისთვის 275 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა

46
shss

2019 წელს სამართალდამცველებმა 10 კილოგრამამდე ჰეროინი ამოიღეს და ნარკოდანაშაულისთვის 275 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინიტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შსს განაგრძობს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის და გავრცელების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას.

„მინდა გაცნობოთ, რომ მიმდინარე წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 10 კილოგრამამდე „ჰეროინი”, ერთი კილოგრამი და 200 გრამი „კოკაინი“, 650 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 1000 აბზე მეტი „ექსტაზი“, 150 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 100 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. 2019 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე, პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 275 პირი მისცა,“ – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები