LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ჰოლივუდური წყვილი, რომელთა რომანის შესახებ შესაძლოა აქამდე არც კი გსმენიათ

1050
page

თუკი ჰოლივუდურ ცხოვრებას თვალს ადევნებთ, ყველაზე საინტერესო და დამაინტრიგებელი, მაინც ვარსკვლავური წყვილების რომანებია. ჩვენ მრავალი ჰოლივუდური წყვილის სასიყვარულო კავშირის შესახებ გვსმენია, თუმცა მაინც არსებობენ ისეთი ვარსკვლავები, რომელთა რომანის შესახებ შესაძლოა აქამდე არც კი ვიცოდით.

ვარსკვლავური რომანები და განშორებები – ჰოლივუდის ყველაზე პოპულარული და უიღბლო წყვილები

90-იანი წლების ყველაზე ლამაზი წყვილები და მათი ნოსტალგიური ფოტოები

დაიან კიტონი და კიანუ რივზი

დაიან კიტონი და კიანუ რივზი ერთმანეთს 2003 წელს,  ფილმის, „სიყვარული“ გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ. მაშინ კიტონი 57 წლის, ხოლო რივზი 39 წლის იყო. მათ რომანი მალევე დასრულდა.

ბენ აფლეკი და გვინეტ პელტროუ

ბენ აფელი და გვინეტ პელტროუ ერთად  1999 წლის ფილმზე „შეყვარებული შექსპირი“ მუშაობდნენ. ისინი ერთმანეთს 3 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ.

ლიზა მარი პრესლი და ნიკოლას ქეიჯი

როკ-ენ-როლის მეფის, ელვის პრესლის ქალიშვილმა, ლიზა მარი პრესლიმ ნიქოლას ქეიჯზე 2002 წელს იქორწინა, თუმცა მათმა კავშირმა, სულ რაღაც 107 დღეს გასტანა.

კიმ კარდაშიანი და ნიკ კენონი

ფერადკანიანი მამაკაცები კიმ კარდაშიანის აშკარა სისუსტეა. იცოდით რომ ის ნიკ კენონზე იყო შეყვარებული? მათი რომანი ერთი წელი გაგრძელდა.

ჯულია რობერტსი და მეთიუ პერი

როგორც იცით, საკულტო კომედიურ სერიალში, „მეგობრები“ 1996 წელს, ერთ-ერთ ეპიზოდში ჯულია რობერტსიც იყო მიწვეული. სწორედ მაშინ გაიცნეს ერთმანეთი ჯულიამ და მეთიუ პერიმ, თუმცა მათმა სიყვარულმა სულ რამდენიმე თვეს გასტანა.

ჯეიკ ჯილენჰოლი და ნატალი პორტმანი

ჯეიკი და ნატალი ერთმანეთს 2002 წელს ხვდებოდნენ, თუმცა მათი რომანის შესახებ ცნობილი 2006 წელს გახდა. როგორც ტაბლოიდები იუწყებიან, მათი სასიყვარულო თავგადასავალი ხანმოკლე ამოჩნდა, ამის შემდეგ ისინი კარგ მეგობრებად დარჩნენ.

ტეილორ სვიფტი და ტეილორ ლოტნერი

„ბინდის“ ვარსკვლავი, ტეილორ ლოტნერი და მისი სეხნია, მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი ტეილრ სვიფტი სულ რაღაც სამი თვე ხვდებოდნენ ერთმანეთს, მათი რომანი 2009 წლის ზაფხულში დასრულდა.

მარია შარაპოვა და ადამ ლევინი

იცოდით, რომ ცნობილი ჩოგბურთელი, მარია შარაპოვა, ენრიკე იგლესიასთან ქორწინებამდე Maroon 5-ის ის სოლისტს, ადამ ლევინს ხვდებოდა? მაშინ მარია სულ რაღაც 18 წლის იყო.

სიენა მილერი და დენიელ კრეიგი

დენიელმა და სიენამ ერთმანეთი 2004 წელს გამოსული ფილმის, „ფენოვანი ტორტის“ გადასაღებ მოედანზე გაიცნეს, მათი სიყვარულის ისტორიაც დაიწყო, თუმცა მალევე დასრულდა.

ჟიზელ ბუნდჰენი და ლეონარდო დიკაპრიო

და ბოლოს, მოგეხსენებათ ლეონარდო დიკაპრიოს ლტოლვა მოდელების მიმართ. მისი ერთ-ერთი „საკბილო“ ცნობილი გერმანელი მოდელი ჟიზელ ბუნდჰენი იყო. წყვილი ერთმანეთს 6 წელი ხვდებოდა. დაშორების შემდეგ მოდელს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ლეო მისთვის საუკეთესო მამაკაცი იყო. მათ დღემდე მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ.