მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში არსებობენ ქალები, რომლებმაც პირველი ლედის პროფესია მწვერვალზე აიყვანეს და ამით ქვყენის პირველი პირებიც დაჩრდილეს. 10 გამორჩეული პირველი ლედი, რომელთა გავლენამ ქმრების პოპულარობაც კი დაჩრდილა.
ჟაკლინ კენედი, აშშ
„ჩემი ამოცანაა ვაჩვენო მსოფლიოს, რომ ამერიკა შეუდარებელი გემოვნების ქვეყანაა“ – ამბობდა ამერიკის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მეუღლე ჟაკლინ კენედი. ის დღემდე დიზაინერების შთაგონების წყაროდ რჩება და მის სტილს ყოველდღიურად იმეორებს მილიონობით ქალი მსოფლიოდან. გარდა დახვეწილი სტილისა, ჟაკლინ კენედი საოცარი ინტელექტით, იუმორის გრძნობითა და ერთგულებით გამოირჩეოდა.
მიშელ ოაბამა, აშშ
ეს საოცარი ქალბატონი თავისი ბუნებრიობით მსოფლიოს აოცებს. მას შემდეგ რაც პირველი ლედი გახდა, უამრავ საქველმოქმედო პროგრამაში ჩაერთო. სწორედ მიშელმა ჩაუყარა საფუძველი სიმსუქნის საწინააღმდეგო კამპანიას „მოდი ვიმოძრაოთ“. კამპანიის ფარგლებში ის ქტიურად ხვდებოდა ახალგაზრდებს, ცეკვავდა მათთან ერთად, თამაშობდა განსანვითარებელ თამაშებს პატარებთან და გვაძლევდა ჯანსაღი ცხოვრების წესის მაგალითებს. ის ერთდროულად მოდური და ქალურიცაა. მართალია მიშელი ამბობდა, რომ პოლიტიკაში არასოდეს ჩაერთვებოდა, თუმცა ექსპერტები მას ამ მიმართულებით დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
გრეის კელი, მონაკო
50-იანი წლების ჰოლივუდის ყველაზე წარმატებულმა მსახიობმა უარი თქვა კინო კარიერაზე და ცხოვრება მონაკოს პრინცს, რენეს დაუკავშირა. დღემდე ყველას ახსოვს გრანდიოზული წვეულება მონაკოს სამეფო სასახლეში, სადაც პრინცესა გრეისმა 3-დან 12 წლამდე პატარებს უმასპინძლა. მართალია მონაკოს მეფე არ იზიარებდა ცოლის ასეთ ღია დამოკიდებულებას საზოგადოების მიმართ და ხშირად ეჭვიანობდა, თუმცა გრეისს არსოდეს უღალატია პრინციპებისთვის. ის 1982 წელს ავიაკატასტროფაში გარდაიცვალა.
კარლა ბრუნი, საფრანგეთი
ამ ულამაზესი მსახიობისა და მოდელის შესახებ მსოფლიომ ბევრად ადრე გაიგო, ვიდრე ის პირველი ლედი გახდებოდა. საფრანგეთის ექს-პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მეუღლე წარსულში კევინ კოსტნერს, ერიკ კლეპტონსა და მიკ ჯაგერს ხვდებოდა. სკანდალური წარსულის მიუხედავად მან მალევე მოინადირა თითოეული ფრანგი მოქალაქის გული. ნიკოლა სარკოზის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ კარლა ბრუნი ფრანგული Vogue-ის ხელმძღვანელად დაინიშნა.
მელანია ტრამპი, აშშ
ამერიკის ახლანდელი პრეზიდენტის მეუღლე საზოგადოებაში არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს, თუმცა ყველა თანხმდება, რომ მელანია ულამაზესი პირველი ლედია. მელანია კნაუსმა სამოდელო კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო, როცა პარიზის მოდის კვირეულზე გამოვიდა. 1999 წელს ახალგაზრდა მოდელმა დონალდ ტრამპი გაიცნო და ქორწინებამაც არ დააყოვნა. უნდა ითქვას, რომ მელანია ტრამპი ისეთი გამოცემების პირველ გვერდზე ვიხილეთ, როგორებიცაა Vogue, Harper’s Bazaar, Vanity Fair, Glamour და Elle.
შანტალ ბიია, კამერუნი
კამერუნის პირველი ლედი განსაკუთრებით ცნობილია თავისი ექსცენტრიულობით. ის გამოირჩევა უჩვეულო მაკიაჟით, ვარცხნილობითა და აქსესუარებით. ის აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაშიც და სწორედ მის სახელს ატარებს აფრიკაში შიდსთან ბრძოლის საერთაშორიოს ცენტრი. მსოფლიო მასშტაბით ის ბევრად პოპულარულია, ვიდრე მისი მეუღლე, კამერუნის პრეზიდენტი პოლ ბიია.
შეიხა მოზა ბინტ ნასერ ალ-მისნერი, ყატარი
შეიხა მოზა აღმოსავლეთის ყველაზე გემოვნებიან ქალადაა ცნობილი. ყატარის ყოფილმა ემირმა თავის ცოლს არა მარტო ფარანჯის გახდის უფლება მისცა, არამედ სახელმწიფო მართვის საქმეებშიც ჩართო. შეიხა მოზა იუნესკოს კეთილი ნების ელჩია და ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ტიტულსაც ფლობს. აღსანიშნავია, რომ ყატარის ახლანდელი ემირი ტამიმ ბინ ჰამად ალ ტანი არაა უფროსი ვაჟი და მემკვიდრე, მან სწორედ შეიხა მოზას გავლენით დაიკავა ეს თანამდებობა.
დედოფალი ლეტიცია , ესპანეთი
ესპანეთის მეფის, ფილიპ VI-ს მეუღლე ერთ-ერთი ყველაზე მოდური და გავლენიანი ქალია საფრანგეთში. ის ესპანეთში ყველას გამორჩეულად უყვარს და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ის უფრო პოპულარულია, ვიდრე მისი მეუღლე. საინტერესოა, რომ ლეტიცია ქორწინებამდე წარმატებული ჟურნალისტი იყო. მას შემეგ, რაც სამეფო ოჯახის წევრი გახდა, არაერთი საპატიო ჯილდო მიიღო კულტურისა და განათლების სფეროში შეტანილი წვლილისთვის.
დედოფალი რანია, იორდანია
ამ ულამაზესი ქალბატონის ისტორია კონკიას ზღაპარს ჰგავს. ერთ-ერთ ორგანიზაციაში მუშაობისას მან მომავალი მეუღლე გაიცნო და მალევე დაქორწინდა. რანია გამოირჩევა თავისი დახვეწილი სტილით, ქველმოქმედებით, აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობითა და ქალთა უფლებებისათვის ბრძოლით. მუხედავად იმისა, რომ რანია 4 შვილის დედაა, ის ყოველთვის გვერდში უდგას მეუღლეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დროს. სწორედ დედოფალ რანიას დამსახურებაა ქვეყანაში ქალთა უფლებების მიმართულებით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები, ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია და ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის ზრდა ქვეყნის მასშტაბით.
პენ ლიუანი, ჩინეთის რესპუბლიკა
ჩინეთი სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის მეუღლე პოპულარული მომღერალი გახლდათ, რომლის გარეშეც წარმოუდგენელი იყო ყოველწლიური საახალწლო კონცერტი. სი ცინპინი მან 1986 წელს გაიცნო, როცა თავად მომავალ მეუღლეზე ბევრად პოპულარული გახლდათ. მას ჩინეთში „პიონების დედოფალსაც“ უწოდებენ.