უკვე მე-6 დღეა უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. ოკუპანტი პუტინის არმია ბომბავს დასახლებულ პუნქტებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, ბაღებს — დაშავდა და გარდაიცვალა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე.
გთავაზობთ ცნობილი ფოტოგრაფების თვალით დანახულ მსოფლიოში ყველაზე ცხელ წერტილს – უკრაინას.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.
კიევი – 1 მარტი ფოტო: emilio_morenatti
ახალგაზრდა ქალი კიევის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ საკუთარ სახლთან – 25 თებერვალი
ჰელენა — 53 წლის მასწავლებელი, რომელიც ხარკოვის დაბომბვის შედეგად სარკიდან ჩამოვარდნილმა ნატეხმა დაჭრა/ ფოტო: alexlourie
კაპიტან ანტონ სიდოროვის დაკრძალვა წმინდა სამების ეკლესიაში – 35 წლის უკრაინელი დაზვერვის ოფიცერი ოკუპანტებს შეეწირა/ ფოტო: Ron Havi
დაბომბილი აღმოსავლეთ უკრაინა/ ფოტო: lynseyaddario
მოქალაქეები ოკუპანტების სამხედრო აგრესიას სარდაფებში ემალებიან
უკრაინული ოჯახი სეპარატისტების მიერ დაბომბვის შემდეგ ნოვოგნატივკაში
ტყუპ ძმებს სძინავთ სარდაფში, რომელიც გამოიყენება როგორც ბომბისგან თავშესაფარი ოჰმადეტის ბავშვთა საავადმყოფოში, ცენტრალურ კიევი, უკრაინა – 28 თებერვალი
უკრაინელი დედა-შვილი
უკრაინაში ომის მიმდინარეობისას ათასობით მოქალაქე თავშესაფრის საძიებლად მიემართება, მათ შორის ზოგიერთი მათგანი ფეხით/ ფოტო: Craig Ruttle