LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ფეხბურთელი, რომელთაც ისტორიაში 10-იანი მიუღიათ (ვიდეო)

111
rueb812fc322c

ამ გაზაფხულამდე მარტო 8 ფეხბურთელს მიუღია ისტორიაში „ეკიპისგან“ 10-იანი. ახლა ასეთი 10 ფეხბურთელია.

ცნობილი ფრანგული გაზეთი L’Equipe ერთ-ერთი უძველესი სპორტული გამოცემაა მსოფლიოში, პირველი ნომერი 1964 წელს გამოვიდა. ეს გამოცემა 80-იან წლებში მძლავრად უჭერდა მხარს ფეხბურთელების შეფასებას მატჩების შემდეგ.

წლევანდელმა ჩემპიონთა ლიგამ ორი ფეხბურთელი მიამატა, რომლებმაც მოახერხეს და უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს. მეცხრე „ათოსანი“ გახდა „აიაქსის“ ნახევარმცველი დუშან ტადიჩი („რეალთან“ გასვლითი მატჩი მეოთხედფინალში). მეათეა – ლუკას მოურა, რომელმაც ამსტერდამში სამი გოლი გაიტანა და „ტოტენჰემი“ ლიგის ფინალში გაიყვანა.

აგერ ნახეთ ვის მიუღია ტადიჩისა და მოურას გარდა ათიანები.

 

ფრანკ სოზე და ბრუნო მარტინი (მეკარე) ახალგაზრდული ევროს ფინალის მოგების გამო

 

ოლეგ სალენკო პენტა-თრიქისთვის კამერუნთან (მუნდიალი-1994)

https://www.youtube.com/watch?v=QUj5LJnnuXg

 

ლარს ვინდფელდი უეფას თასის 1/32 ფინალში მშრალი მატჩისთვის

 

ლეო მესი „არსენალთან“ პოკერისთვის და პენტა-თრიქისთვის „ბაიერთან“

https://www.youtube.com/watch?v=KLwlPAYNuWM

 

რობერტ ლევანდოვსკი „რეალისთვის“ გატანილი ოთხი გოლისთვის

 

კარლოს ედუარდო (ნიცა) 5 გოლისთვის “გენგამთან“

ბრაზილიელმა 2014 წელს 5 გოლი გაუტანა გასვლაზე “გენგამს” – 7:2.

 

ნეიმარი „დიჟონთან“ გოლებისთვის

2018 წელს ბრაზილიელმა “ათიანი” დაიმსახურა 4 გოლისთვის და 2 საგოლე პასისთვის – 8:0.

 

დუშან ტადიჩი „რეალთან“ თამაშისთვის

 

ლუკას მოურა – ჰეთ-თრიქი „აიაქსთან“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები