ედენ აზარმა პრემიერლიგაში 15 სგოლე პასი გააკეთა – ყველაზე მეტი ტოპ 5 ლიგაში.
აზარი ბოლო 9 წლის განმავლობაში „ჩელსის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერლიგის სეზონში 31+ გოლში მიიღო მონაწილეობა.
„მანჩესტერმა“ ბოლო 11 თამაშიდან მხოლოდ 2 მოიგო და ბოლო 5 ტურია ვერ იგებს.
„მანჩესტერმა“ ზედიზედ 14 მატჩში გაუშვა. ყველაზე ცუდი სერია 1970 წლიდან.
საპატამ „ატალანტას“ შემადგენლობაში 22 გოლი გაიტანა. ფილიპო ინძაგის რეკორდამდე 2 გოლი რჩება.
დრის მერტენესმა დიეგო მარადონას გადაუსწრო და „ნაპოლის“ ისტორიაში მესამე ბომბარდირი გახდა. ბელგიელმა 107 გოლი გაიტანა, სერია ა-ში კი 82-ე გოლი შეაგდო.
„შალკემ“ საშინაო მოუგებელი სერია 7 მატჩამდე გაზარდა, რითაც თავისი ბუნდესლიგური ანტირეკორდი გაიმეორა.
ლევერკუზენის „ბაიერმა“ პირველ ტაიმში „აინტრახტს“ 6 გოლი გაუტანა. ბუნდესლიგაში ასეთი რამ პირველად მოხდა ბოლო 41 წელიწადში.
გოდინი 6.75 მლნ ევროიანი ხელფასით „ინტერში“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ბარტომეუმ თქვა, რომ „კამპ ნოუს“ რეკონსტრუქციის შემდეგ ლეო მესის… ათ ქანდაკებას დადგამენ.