„თუ ომი გაიწელება, 10-დან 9 უკრაინელი აღმოჩნდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და საფრთხის ქვეშ დადგება თითქმის 2 ათწლეულის განმავლობაში მიღწეული წარმატება განვითარების კუთხით“- ამის შესახებ განცხადებას გაერო ავრცელებს.
როგორც ამავე განცხადებაში წერია, ომმა გამოიწვია ის, რომ ქვეყნის წარმოების ნახევარი სრულად დაკეტილია, მეორე ნახევარი კი – სირთულეებს განიცდის.
გაეროს განცხადებაში ხაზგასმულია ასევე, რომ უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, უკვე განადგურებულია სახლები, გზები, ხიდები, საავადმყოფოები, სკოლები, რომლის საერთო ღირებულება 100 მილიარდ დოლარს შეადგენს.