LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ბერძნული ავტომობილი: ძალიან იშვიათი მოდელები

118

,,ავტორადიო’’ გთავაზობთ სტატიას, ბერძნული ავტოინდუსტრიის ყველაზე საინტერესო მოდელების შესახებ, რომელიც ისტორიამ შემოგვინახა. თითოეული ავტომობილი ატარებს განსაკუთრებულ ისტორიას. გთავაზობთ 10 საინტერესო მოდელის ფოტოს და შესაბამის ისტორიებს:

 

 

 

1. EBIAM 4×4 1979 წლის სტილიზებული ბერძნული მოდელია, რომელიც კომპანია EBIAM-მა გამოუშვა 1979 წელს.

2. კიდევ ერთი საოცარი მოდელი წარსულიდან, რომელიც კომპანია AutoDiana-მ შექმნა, სალონიკში 1975-1984 წლებში, რომელსაც ჰქონდა სატვირთოს დამატების შესაძლებლობა და იდეალური იყო სასოფლო სამუშაოებისთვის.

3. კომპანიამ DIM, რომელიც George Dimitriadis-მა 1977 წელს დააარსა, შექმნა მოდელი, რომელიც ქვემოთ, ფოტოზეა მითითებული. ავტომობილი სამწუხაროდ მათი ავტოწარმოების საფინალო ქმნილება იყო, რადგან იმ პერიოდისთვის უკვე კომპანია გაკოტრების პირას იყო მისული და წარმოება შეაჩერა.

4. BIAMAX ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ავტომწარმოებელი ბერძნული ავტოინდუსტრიის ისტორიაში. მათ არაერთი მნიშვნელოვანი მოდელი ეკუთვნით და ასევე აღსანიშნია მათ მიერ შემუშავებული ავტობუსების სერია. ყველაზე წარმატებული კი Biamax F580, რომელიც ფოტოზეა აღბეჭდილი.

5. სამბობრლიანი პიკაპი – ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტრანსპორტი მთელ საბერძნეთში. მოდელის (ბერძნ. სახელწოდებით) ΡΩΣ ფორმა შემუშავებული იყო 1966 წელს და ის 1976 წლამდე იწარმოებოდა. იხილეთ ფოტო:

6. კომპანია Saracakis, რომელიც ცნობილი იყო როგორც BIAMAX-ის კონკურენტი ავტობუსების სერიის მოდელების წარმოებაში, დაფუძნდა 1922 წელს და მათ ეკუთვნოდათ საყოველთაოდ ცნობილი მოდელი – Saracakis SB85.

7. კომპანია Motoemil მუშაობდა სალონიკში 1970 – 1985 წლებში და აწარმოებდა სამბორბლიან ავტომობილებს, მოტოციკლის ძრავით და ასევე უბრალო, სამბორბლიან ავტომობილებს. რომელიც ასახულია ფოტოზე:

8. სამბორბლიანების წარმოების შემდეგ, 1960-იანი წლებიდან მოყოლებული, კომპანია Sunnyclist 2015 წელს უკვე რებრენდირებულ მოდელს გვთავაზობს.

9.  Namco – ბერძნული ავტოკომპანიებიდან ერთ-ერთია, რომლებიც 1970-იანი წლების ბუმის პერიოდში აწარმოებდა ავტომობილებს. 2003 წლიდან კი უკვე სამწუხაროდ აღარ აწარმოებს ავტომობილებს და მხოლოდ იმპორტირებითაა დაკავებული. ფოტოზე ასახულია Namco Pony Super, რომელიც 1986 წელსაა გამოშვებული.

10. სურათზე გამოსახულია წარმოუდგენლად საინტერესო მოდელი – Neorion Chicago 4×4 რომელიც 1974 წელს გამოვიდა ფირმა Neorion-ის მიერ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები