LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ათასი დოლარი და მუდმივი სამუშაო – ვერმონტის შტატი ახალ მაცხოვრებლებს ეძებს

116

10 ათასი დოლარი და მუდმივი სამუშაო – ვერმონტის შტატი ახალ მაცხოვრებლებს ეძებს. შტატის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ადგილობრივთა შემადგენლობა უფრო მრავალფეროვანი გახადოს და იმ ადამიანებს ეპატიჟება ვისაც სამუშაოს შესრულება დისტანციურადაც შეუძლია.

პროექტი 2019 წლიდან დაიწყება და ახალი მოსახლეები 2 წლის განმავლობაში 10 ათას დოლარს მიიღებენ. ეს თანხა მათ ახალ ადგილთან შეჩვევას გაუმარტივებს – სამუშაო ადგილის, კომპიუტერისა და ინტერნეტის ღირებულებას გადაიხდის. ვერმონტელებს სჯერათ, რომ ინიციატივა ყველაზე მეტად ახალგაზრდებს დააინტერესებთ და ახალი ცხოვრების დასაწყებად ისინი სწორედ ვერმონტს აირჩევენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები