LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ამდენი ადამიანი კიდევ ვერ მოვიდა; თუ არა კახი, აბა ვინ? 55 წლის ვარ და მე ასეთი მერი არ მახსოვს – ცნობილი სახეები აქციიდან

5545
1

დღეს, თავისუფლების მოედანზე, 17:00 საათზე “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქცია გამართა.

მმართველ პარტიაში აქცია რამდენიმე დღის წინ დაანონსდა. გუნდში მაშინვე განაცხადეს, რომ ათეულობით ათასი მოქალაქე შეიკრიბებოდა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ეჩვენებინა, თუ როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად.

პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად, დღეს აქციაზე საზოგადოებისთვის ცნობილი, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი გამოჩნდა.

მათი განცხადებით, ისინი არჩევანს აკეთებენ მშვიდობასა და ქვეყნის განვითარებასა და დესტაბილიზაციას, არეულობასა და გაურკვევლობაში ყოფნას შორის.

მათივე თქმით, აქციაზე იმყოფებოდნენ იმისთვის, რომ ბოლომდე მიიყვანონ ის საქმე, რომელიც მათ 2 ოქტომბერს დაიწყეს.

საქართველოს კულტურის პალატის დირექტორი დათო ოქიტაშვილი:

“მე აქ მოვედი, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რაც 2 ოქტომბერს დავიწყეთ და მე გული მწყდება – აი ამდენ ხალხს ფულით ვერ იყიდი, როდესაც ასე აკადრებენ აქ ჩამოსულ ხალხს – და, პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც აქ ძალიან ბევრნი არიან და მე მიხარია, რომ ისინი ჩვენს გვერდით არიან, მიყვარხართ და იმედია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება.” – განაცხადა ოქიტაშვილმა.

მსახიობი ნიკუშა შენგელაია:

“მე ვფიქრობ, არჩევანი არის მშვიდობასა და ნორმალური ქვეყნის განვითარებასა და დესტაბილიზაციას, არეულობასა და გაურკვევლობაში ყოფნას შორის.

ჩემი თხოვნაც არის, მოწოდებაც – ოჯახებით, მეგობრებით, მეზობლებით, ყველა მივიდეს არჩევნებზე, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში მთავარი არის ხალხი და არჩევნები.

ჩვენ ძალიან ღირსეული საზოგადოება და თავისუფლებისმოყავრე ხალხი გვყავს.

ამდენი ხალხი იმიტომ შეიკრიბა, რომ კიდევ ერთხელ აჩვენოს ყველას – სად არის ადამიანების უმრავლესობა. 10 ამდენი ადამიანი კიდევ ვერ მოვიდა და ეს ხალხი, ყველა, არჩევნებზე უნდა მივიდეს და დასრულდეს ლაპარაკი და სამი წელი ქვეყანას განვითარებისა და ხალხზე ზრუნვის საშუალება მიეცეს. ეს არის დღევანდელი შეკრების მთავარი ლეიტმოტივი.” – აღნიშნა შენგელაიამ.

მომღერალი თემურ თათარაშვილი:

“მე, პირველ რიგში, ვარ ბედნიერი, რომ ამდენი ხალხი მოვიდა და მართლაც, უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი. სტაბილურობა გვჭირდება, იმიტომ, რომ ბავშვები იზრდებიან და რა ვიცი…

მე მოვედი, რომ დავასრულოთ ეს მკაცრი რეჟიმი და დავიწყოთ ჩვეულებრივი ცხოვრება და თუ არა კახი, აბა ვინ უნდა იყოს თბილისის მერი? 55 წლის ვარ და მე ასეთი მერი არ მახსოვს, თვით ნიკო ლეკიშვილმაც აღნიშნა – და ნიკო ლეკიშვილი არის ნამდვილი თბილისელი – და ეგ რომ იტყვის, ეს არის ნამდვილად წერტილდასმიული ამბავი.” – თქვა თათარაშვილმა.

 

ვრცლად – განცხადებები აქციიდან:

“დღეს აქ შევიკრიბეთ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები” – აქციის მონაწილეებს პრემიერმა მიმართა

წულუკიანი: სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი

ირაკლი ღარიბაშვილი – სახელმწიფო მოქალაქეს გვერდში დაუდგა, გავათავისუფლეთ დატერორებული ბიზნესი და მედია და რაც მთავარია, ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩადგა და მოქალაქეზე ორიენტირებული გახდა

სამართალი ყველასთან მივა, არავის ვაპატიებთ ჩვენი ხალხის ჩაგვრას, ტერიტორიების დაკარგვას, პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფას: ღარიბაშვილი

არჩევნებში გამარჯვება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის ორი ფაქტორი, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, საბოლოოდ დავამთავროთ პოლარიზაცია: კობახიძე

დღეს, ისე როგორც არასდროს გვჭირდება გამარჯვებები, უნდა გვჯეროდეს ჩვენი ქვეყნის გამარჯვების: კუჭავას მიმართვა შემაჯამებელ აქციაზე

30 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და საბოლოო წერტილი დავუსვათ ბოროტებას, სიცრუესა და დესტრუქციას: კალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები