LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 000–მდე „ტესლა“ ქარხნული დეფექტის გამო უკან გამოიწვიეს

45
teslamodelx201127

ამერიკული კომპანია „ტესლა“ 9 537 ელექტროქარს შესაკეთებლად გაგზავნის. საუბარია რამდენიმე Model X–სა და Model Y–ზე, რომლებიც 2016–2020 სამოდელო წლისაა. უკან გამოწვევის მოთხოვნა საგზაო უსაფრთხოების სამსახურს ეკუთვნის, მიზეზი კი საკმაოდ სერიოზული ქარხნული წუნი გახდა.

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ Model X–ის 9136 ეგზემპლარზე სახურავის პრობლემა დაფიქსირდა, სახურავი იმდენად ცუდადაა დამაგრებული, რომ ავტომობილმა შესაძლოა ის ნებისმიერ დროს დაკარგოს.

„ტესლაში“ განაცხადეს, რომ პრობლემის შესახებ მათ ინფორმაცია ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში ქონდათ და გამოძიებაც დაიწყეს, რათა დაედგინათ თუ რამდენად საშიში იყო ეს დეფექტი. ამას მოყვა უამრავი საჩივარი, როცა ელექტროქარების მფლობელები სახურავების გარეშე დარჩნენ.

ამიერიდან კი კომპანიას სხვა გზა აღარ აქვს, ყველა დეფექტიანი ავტომობილი უკან გამოიწვია და მათი შეკეთება მოუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები