LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 000 ლარი ბოლნისში აცრილმა მოქალაქემ მოიგო

80
1

ვაქცინირებული პირების წახალისების მიზნით გამართულ ლატარიაში, ბოლნისში აცრილმა ადამიანმა 10 000 ლარი მოიგო.

საქართველოს ეროვნული ლატარიის ინფორმაციით, ყოველკვირეული გათამაშება დღეს პირველად გაიმართა.

“Stopcovid ლატარია ,”აიცერი და მოიგეს” პირველი 10 000 ლარის მოგებულის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია, ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოს ის, რომ მოგებული “სინოფარმის” ვაქცინით არის აცრილი. მას საზოგადოება მალე გაიცნობს და მოგებული თანხაც უახლოეს მომავალში გადაეცემა”, – აცხადებენ კომპანიაში.

ლატარიის კომპანიის ინფორმაციითვე, თბილისი, გორი, ბათუმი, ლაგოდეხი, ზუგდიდი, მარტვილი – ის ქალაქებია, სადაც ვაქცინირებულმა ადამიანება 5 000, 1 500 და 1 000 ლარი მოიგეს.

“მოგებულებს ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის’’ წარმომადგენლები უხლოეს მომავალში დაუკავშირდებიან და მოგების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან, ისინი ასევე NCDC – ის ბაზაში რეგისტრირებულ მობილურის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.

გათამაშების შედეგების გადამოწმება ასევე შესაძლებელია ვებ-გვერდზე https://stopcov.lotto.ge/, პირადი ნომრის სპეციალურ შედეგების გრაფაში შეყვანით.

ლატარია ,,აიცერი და მოიგეს’’ გათამაშება 14 სექტემბრიდან იმართება და ამ დროისთვის უკვე გათამაშებულია 180 400 ლარი, ხოლო მოგებულია 1137 ადამიანი.” – წერია საქართველოს ეროვნული ლატარიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ვაქცინირებული პირების წახალისების მიზნით საქართველოში ლატარი “აიცერი და მოიგე” თამაშდება.

კონკრეტული კატეგორიის ადამიანებისთვის ფულად ჯილდოებს ლატარიის კომპანია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით წლის ბოლომდე, ყოველდღიურად და ყოველკვირეულად გაათამაშებს. ჯამური საპრიზო ფონდი 2 მლნ 800 ათასი ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები