სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გაჭირვებული ოჯახის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. პოსტის ავტორი წერს, რომ მიტოვებული შენობის ერთ პატარა ოთახში ცხოვრობენ 3 წლის ვაკო და 1 წლის საბა.
“როცა პატარა შიმშილისგან კრუნჩხვებში მივარდება ღმერთს ვევედრები, რომ არ მოვკვდეო” – ეს ანგელოზები მიტოვებული შენობის ერთ პატარა ოთახში ცხოვრობენ, ვაკო 3 წლისაა და და ხშირად მშიერი იძინებს, 1 წლის საბუკა კი დაუნის სინდრომით და გულის მანკით დაიბადა, პატარას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და როცა ძალიან შია კრუნჩხვებში ვარდება დედასაც მკურნალობა და წამლები სჭირდება… მაგრამ წამლებს ვერ სვამს მისთვის წამალი რომ იყიდოს პატარები დარჩებიან პურის გარეშე (მეუღლე ხშირად მტვირთავად გადის ხოლმე, მაგრამ იმ დღის ფული საბუკას პამპერს არ ჰყოფნის) ოთახის კედლები დაბზარულია, ფანჯრებიდან ქარი უბერავს…მათი საუზმე, სადილი, სამხარი და ყველაფერი ერთჯერადი სუპისგან დამზადებული კერძია . მაიკო საოცარი გოგოა და ამას ვიდეოდანაც მიხვდებით საწაულად თბილი და მზრუნველი დედიკოა…
”გული მიკვდება რომ ვუყურებ საბუკას კბილებიც კი არ ამოსდისო ”… ყველაზე დიდი ტკივილია უყურო შვილებს, რომლებსაც შიმშილისაგან გული მისდით და გამოსავალი არსად ჩანს….
ყველაზე დიდი ტკივილია როცა იცი, რომ ხვალაც გაყინული და საშინელი დღე გაგითენდება . ჩემო კეთილო ადამიანებო, დავუდგეთ ამ დედიკოსაც გვერდით და იქნებ, მისთვისაც მოხდეს პატარა სასწაული… იქნებ ცოტახანი მაინც შეძლოს პატარების გამოკვება ამ გოგომ და გადავრჩინოთ ეს ცივი ზამთარი. მაიკოს ძალიან სჭირდება საოჯახო ნივთები, თბილი ტანსაცმელი ბავშვებისთვის, პროდუქტი, ვუგროვებთ ყველაფერს, რასაც გულით მოგვაწვდით”, – წერს დიანა სალაყაია.
მომწერეთ / დამიკავშირდით 597 46 47 48
თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ:
საქართველოს ბანკი,
ანგარიში: GE53BG0000000027533500
პირადი: 58001004137 დიანა სალაყაია
თიბისი ბანკი,
ანგარიში: GE64TB7986745061100060
დანიშნულება: #საბუკასთვის
https://www.facebook.com/358993190814739/videos/478110512872342/