ამ დროისთვის საპენსიო ფონდში დანაზოგის სახით 563 მილიონ ლარზე მეტია აკუმულირებული.
უფრო კონკრეტულად საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის საპენსიო ფონდში დანაზოგის სახით 563,489,312 ლარია მობილიზებული, დარიცხული სარგებელი კი 17,287,125 ლარს შეადგენს. საპენსიო ფონდში დარეგისტრირებული მოქალაქეების რაოდენობა 959 548-ს, ხოლო ორგანიზაციების რაოდენობა 61 165-ს შეადგენს.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის პირველ იანვარს 1 წელი გახდა, რაც საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ფუნქციონირებს.