LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 წელიწადში ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე უარი 50%-ით მეტ საქართველოს მოქალაქეს ეთქვა

141
უცხოეთში მცხოვრები ემიგრაცია

1 წელიწადში ევროკავშირში შესვლაზე უარი 50%-ით მეტ საქართველოს მოქალაქეს ეთქვა. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიმოხილვის მეხუთე ანგარიშში. დოკუმენტში ცალკე თავი ეთმობა საქართველოს.

კერძოდ, ანგარიშის თანახმად, 2020 წლის ანალოგიურად, 2021 წელსაც ქართველების მიერ საზღვრის 30 არალეგალური გადაკვეთა დაფიქსირდა.

გარდა ამისა, 2021 წელს იმ ქართველების რაოდენობამ, რომლებიც წევრ ქვეყნებში არალეგალურად დარჩნენ 13 000 შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 28%-ით მეტია.

ამასთან, გასულ წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლაზე უარი საქართველოს 3 105 მოქალაქეს ეთქვა, რაც 50%-ით გაზრდილი მაჩვენებელია 2020 წელთან შედარებით.

წყარო: BPN

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები