LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასმა 8 ლარით დაიწია და 60 ლარის ფარგლებში მერყეობს: ლევან სილაგავა

85
ლევან სილაგავა

„1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის თავისუფალი ბაზრის ფასმა 8 ლარით დაიწია და ახლა 60 ლარის ფარგლებში მერყეობს,“- ამის შესახებ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა.

აისახება თუ არა ფქვილზე სუბსიდირების მოხსნა პურის ფასზე, სილაგავას თქმით, ეს არა ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის, არამედ პურის მწარმოებელთა ასოციაციის კომპეტენციაა.

როგორც სიგალავამ განაცხადა, 1-ელ ივლისს  სუბსიდირების პროგრამის ვადა სრულდება, რომელიც რამდენიმე ეტაპიანი იყო და მიზნად პურის ფასის შენარჩუნებას ისახავდა.

„70-მა პურის მწარმოებელმა კომპანიამ პროდუქტზე ფასი იმ პირობით არ გააძვირა, რომ 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 53 ლარზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. მაშინ თავისუფალ ბაზარზე, პირველ ეტაპზე, ფქვილის ფასი 68 ლარის ფარგლებში  იყო, შესაბამისად, მთავრობას სუბსიდირების პროგრამების განხორციელება მოუწია – პირველ ეტაპზე ეს იყო 10-ლარიანი პროგრამა, მეორეზე 15-ლარიანი, შემდეგ კი 20-ლარიანი.

სუბსიდირების პროგრამა რომც გაგრძელდეს დღევანდელი ფქვილის ფასი თავისუფალი ბაზრის ფასი უკვე აღარ არის 68 ლარი, 8 ლარით დაიწია და ეს ფასი 60 ლარის ფარგლებშია. თუ სუბსიდირება იქნება, ეს არ იქნება 15 და 20- ლარიანი, არამედ 7 ლარიანი,“ – განაცხადა ლევან სილაგავამ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე.