LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 თებერვლიდან თბილისში 1000 ერთეული ახალი მიკროავტობუსი იმოძრავებს – იხილეთ რომელი მიკროავტობუსები ჩანაცვლდება

449
კახა კალაძე

1-ელი თებერვლიდან თბილისში 1000 ერთეული ახალი მიკროავტობუსი იმოძრავებს.

თბილისის მერმა საზოგადოებას ახალი მიკროავტობუსები წარუდგინა, რომლებიც პირველ თებერვლამდე მთლიანად ჩაანაცვლებს ყვითელ მიკროავტობუსებს. ამჟამად, დედაქალაქში მოძრაობს 465 მიკროავტობუსი, დღეიდან პირველ თებერვლამდე კი მარშრუტებზე განაწილდება დანარჩენი 535 მიკროავტობუსიც.

„წელიწად-ნახევრის წინ გაცემული დაპირება მიკროავტობუსების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით შესრულებულია. დედაქალაქის მერიამ კერძო კომპანიასთან ერთად მოახერხა მიკროავტობუსების ჩანაცვლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენი სატრანსპორტო რეფორმის და სატრანსპორტო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი.” – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, დაწყებულია ავტობუსების განახლებაც.

“მთლიანად ავტოპარკი ჩანაცვლებულია და დღეს უკვე ასევე მთლიანად განახლებულია მიკროავტობუსებიც.” – აღნიშნა კალაძემ.

მისი თქმით, ყვითელი მიკროავტობუსი პრობლემას ქმნიდა ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, ქმნიდა დისკომფორტს, რადგან ამოწურული ჰქონდა ყველანაირი რესურსი.

“დღეიდან, დედაქალაქს მოემსახურება ახალი, მოწესრიგებული, ევროპული ტიპის მიკროავტობუსები, რომლის საშუალებით გადაადგილება კომფორტული იქნება.” – განაცხადა კახა კალაძემ

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, 2017 წელს დაწყებული სატრანსპორტო რეფორმა გრძელდება და შედგება ბევრი კომპონენტისგან.

” დღესაც ვმუშაობთ, რომ არ დაგვრჩეს არცერთი ქუჩა, არცერთი უბანი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმოძრავებს. ყველა ადამიანს უნდა მიუწვდებოდეს ხელი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ” – განაცხადა თბილისის მერმა.

“ერთ-ერთი მთავარი იყო ავტობუსების პარკის განახლება. წლების განმავლობაში თბილისს ემსახურებოდა 1500-მდე მიკროავტობუსი, თუმცა რეფორმის ფარგლებში ჩვენ გავზარდეთ ავტობუსების რაოდენობა და მიკროავტობუსები ჩამოვიყვანეთ 1000 ერთეულამდე. დაახლოებით, 23 ახალი მარშრუტი ემატება და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, თუ რა მარშრუტები იქნება ეს. ზოგადად, რაც შეეხება ავტობუსების გადაადგილებას, ჩვენ დღესაც ვმუშაობთ, რომ არ დაგვრჩეს არცერთი ქუჩა, არცერთი უბანი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმოძრავებს. ყველა ადამიანს უნდა მიუწვდებოდეს ხელი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. გარდა ამისა, ჩვენ ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სადაც გათვალისწინებულია ავტობუსის ზოლები იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდებოდეს ყველაზე სწრაფად და კომფორტულად.” – განაცხადა კალაძემ

20 იანვრიდან პირველ თებერვლამდე ჩანაცვლდება შემდეგი სამარშრუტო ხაზები:

  • N2 ჩაანაცვლებს N472-ს;
  • N5 ჩაანაცვლებს N535-ს;
  • N6 ჩაანაცვლებს N536-ს;
  • N11 ჩაანაცვლებს N431-ს;
  • N16 ჩაანაცვლებს N416-ს;
  • N28 ჩაანაცვლებს N428-ს;
  • N33 ჩაანაცვლებს N533-ს;
  • N34 ჩაანაცვლებს N534-ს;
  • N41 ჩაანაცვლებს N541-ს;
  • N42 ჩაანაცვლებს N442-ს;
  • N43 ჩაანაცვლებს N543-ს;
  • N48 ჩაანაცვლებს N475-ს;
  • N51 ჩაანაცვლებს N551-ს;
  • N52 ჩაანაცვლებს N452-ს;
  • N55 ჩაანაცვლებს N455-ს;
  • N60 ჩაანაცვლებს N460-ს;
  • N62 ჩაანაცვლებს N462-ს;
  • N68 ჩაანაცვლებს N528-ს;
  • N70 ჩაანაცვლებს N470-ს;
  • N71 ჩაანაცვლებს N471-ს;
  • N77 ჩაანაცვლებს N517-ს;
  • N78 ჩაანაცვლებს N518-ს;
  • N84 ჩაანაცვლებს N544-ს;
  • N87 ჩაანაცვლებს N527-ს;
  • N91 ჩაანაცვლებს N491-ს;
  • N95 ჩაანაცვლებს N495-ს;
  • N99 ჩაანაცვლებს N499-ს;
  • N103 ჩაანაცვლებს N520-ს;
  • N105 ჩაანაცვლებს N545-ს;
  • N108 ჩაანაცვლებს N538-ს;
  • N116 ჩაანაცვლებს N500-ს;
  • N119 ჩაანაცვლებს N519-ს;
  • N124 ჩაანაცვლებს N497-ს;
  • N128 ჩაანაცვლებს N531-ს;
  • N139 ჩაანაცვლებს N439-ს;
  • N145 ჩაანაცვლებს N532-ს;
  • N148 ჩაანაცვლებს N548-ს;
  • N150 ჩაანაცვლებს N550-ს;
  • N156 ჩაანაცვლებს N546-ს;
  • N165 ჩაანაცვლებს N537-ს;
  • N170 ჩაანაცვლებს N540-ს;
  • N176 ჩაანაცვლებს N547-ს;
  • N182 ჩაანაცვლებს N501-ს;
  • N185 ჩაანაცვლებს N506-ს;
  • N187 ჩაანაცვლებს N467-ს;
  • N189 ჩაანაცვლებს N489-ს;
  • N190 ჩაანაცვლებს N530-ს;
  • N191 ჩაანაცვლებს N521-ს;
  • N193 ჩაანაცვლებს N539-ს;
  • N194 ჩაანაცვლებს N456-ს;
  • N197 ჩაანაცვლებს N507-ს;
  • N199 ჩაანაცვლებს N523-ს;
  • N202 ჩაანაცვლებს N512-ს.

„აღნიშნულ მარშრუტებზე ყვითელი მიკროავტობუსების სახით გადაადგილდებოდა 230 ერთეული მიკროავტობუსი. ხოლო, ჩანაცვლების რეფორმის ფარგლებში, მიკროავტობუსების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა. ამჟამად, 79 სამარშრუტო ხაზზე, სარეზერვო რაოდენობის გათვალისწინებით, გადაადგილდება 465 ერთეული ახალი, ლურჯი მიკროავტობუსი“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

რაც შეეხება ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლების დასაქმებას, როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, ეს კომპანიის პრეროგატივაა, თუმცა, მათივე ინფორმაციით, მოქმედი მძღოლები ახალ მარშრუტებზე გადანაწილდებიან.

დედაქალაქის მერის თქმითვე, დაწყებულია მეტროს განახლება-მოწესრიგებაც.