LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 მილიონზე მეტი ნახვა სოციალურ ქსელში და 10 ათასზე მეტი გაზიარება – ვის ეკუთვნის ინსტრუმენტალი სიმღერის, რომელმაც ფურორი მოახდინა

5154
ing (5)

„მთავარი არხის“ საახალწლო ეთერში სოფო ნიჟარაძის მიერ შესრულებულმა კომპოზიციამ „Ancora“, ფურორი მოახდინა. გარდა იმისა, რომ ვიდეოს სოციალურ ქსელში 1 მილიონზე მეტი ნახვა აქვს და ის 10 ათასზე მეტმა ადამიანმა გააზიარა, სოფო ნიჟარაძის ნამღერი საკუთარ გვერდზე განათავსა თავად სიმღერის ავტორმაც, ცნობილმა იტალიელმა კომპოზიტორმა და მომღერალმა კრისტიანო მარჯიოლიომაც.

როგორ აღმოაჩინა სოფო ნიჟარაძე ცნობილმა იტალიელმა პროდიუსერმა კრისტიანო მარჯიოლიომ

სიმღერის ინსტრუმენტალი ეკუთვნის მუსიკოსს, ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ წევრს დავით გაბუნიას, რომელსაც სოფო ნიჟარაძემ საჯარო მადლობაც გადაუხადა:

„მიყვარხართ და მადლობა ამდენი თბილი სიტყვისთვის და ასეთი შეფასებისთვის, რომელსაც ნამდვილად ვერ დაიმსახურებდა ერთი ბიჭის გარეშე Tornado Gabunia მას ეკუთვნის სიმღერის წარმატება და მინდა ცალკე მადლობა ვუთხრა მას საჯაროდ, რომელმაც ერთ ღამეში ყველაფერი გადადო და გააკეთა „ანკორას“ ინსტრუმენტალი“, – დაწერა სოფო ნიჟარაძემ სოციალურ ქსელში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, ბედობას, სიხარულის, ბედნიერების, ყველა სურვილის ასრულების წელი ყოფილიყოს ????…

Posted by Sofia Nizharadze on სამშაბათი, 02 იანვარი, 2024

„მიყვარხართ.. მადლობა ამდენი თბილი სიტყვებისთვის და ასეთი შეფასებისთვის“ – სოფო ნიჟარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები