„ჩელსიმ“ Nike-თან 1 მილიარდი ევროს ღირებულების 15-წლიანი კონტრაქტის შესახებ განაცხადა.
ამერიკელები მზად არიან ლონდონელებს ორჯერ მეტი გადაუხადონ, ვიდრე ამას adidas აკეთებს.
შეთანხმება 2017/18 წლებში შევა ძალაში.
„გარდიანის“ ინფორმაციით, გარიგება 15 სეზონზეა, რომლის განმავლობაში Nike „არისტოკრატებს“ ყოველწლიურად 66,3 მილიონ ევროს გადაუხდის. 2032 წლისთვის „ჩელსი“ დაახლოებით 995 მლნ ევროს მიიღებს.
2006 წლიდან მოყოლებული „ლურჯები“ „ადიდასის“ მაისურებით თამაშობენ და სეზონში 33 მლნ ევროს იღებენ. გერმანულ კომპანიასთან კონტრაქტი კიდევ ორ სეზონზეა გათვლილი, თუმცა „ჩელსი“ ბოლო წელს 44 მილიონად გამოისყიდის.