LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 მაისს ე.წ. კომენდანტის საათი 23:00 საათიდან დილის 4:00 საათამდე იმოქმედებს

319
5fe1bea0dd475-2021-04-09-16-15-58-335139

ქვეყანაში გამკაცრებული კოვიდრეგულაციების ფონზე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გამონაკლისს უშვებს და გადაადგილებაზე შეზღუდვებს მხოლოდ ერთი ღამით ცვლის – გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, 1-ელი მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს.

სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება, ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები

როგორც საბჭოს წევრებმა დრევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება:

“ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი.

გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 4-11 მაისი საქართველოში უქმე დღეებად არის გამოცხადებული. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები