LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-ლი ნოემბრიდან, პროგრამაში „ისწავლე და დასაქმდი“ მონაწილეობისთვის რეგისტრაცია იწყება

260
vakansia-1525367482-1024x576

მუნიციპალურ პროგრამაში „ისწავლე და დასაქმდი“ მონაწილეობისთვის, თბილისის მერია პირველი ნოემბრიდან მოქალაქეთა რეგისტრაციას იწყებს.

თბილისი მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მცხოვრებ ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია დარეგისტრირდეს და ჩაერთოს ამ პროგრამაში, რომელიც 4 პროფესიულ კოლეჯთან თანამშრომლობით მოამზადებს და გადაამზადებს პროგრამის მონაწილეებს.

„ეს კოლეჯები გახლავთ: იკაროსი, მერმისი, სპექტრი და გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი. პროგრამა ითვალისწინებს მშენებლობის, მომსახურების, წარმოების, დიზაინის, კვების, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, საფინანსო, ინჟინერიის და ინფორმაციის ტექნოლოგიის სფეროებში შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში მომზადება-გადამზადებას და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმებას“, – განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა, რომ პროგრამის მონაწილეთა მომზადება-გადამზადებისთვის საჭირო გადასახადს მუნიციპალიტეტი თვითონ უზრუნველყოფს.

კალაძის თქმითვე, დაინტერესებული მოქალაქეების ელექტრონული რეგისტრაცია პირველ ნოემბერს დაიწყება და 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება მერიის ვებგვერდზე www.Tbilisi.gov.ge, ასევე, ელექტრონულ პორტალზე www.dasakmdi.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები