LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-ლი მარტიდან, PCR ტესტირება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღარ დაფინანსდება: ჯანდაცვის სამინისტრო

127
pcr

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, COVID-19-ზე ტესტირების პროგრამაში ცვლილებები შედის და 1-ლი მარტიდან, PCR ტესტირება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღარ დაფინანსდება.

„კოვიდტესტირების რეჟიმების გადახედვა მიმდინარე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით მოხდა. ქვეყანაში ძირითადი გავრცელების ვარიანტად რჩება „ომიკრონი“ და გავრცელების პიკური სიდიდეები გადავლილია.

აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს აქვს კლებადი სახე, ხოლო შემთხვევათა უმეტესობა ასიმპტომურად, ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, „კოვიდ-19“-ის სიმპტომების მქონე პირები, რომელთაც ანტიგენტესტის პასუხი უარყოფითი აქვთ, უნდა დარჩნენ იზოლაციაში, მინიმუმ ხუთი დღის განმავლობაში. მდგომარეობის შემდგომი მართვის გეგმა კი უნდა ჩამოყალიბდეს სიმპტომების და კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად.

„PCR ტესტირება ნარჩუნდება მხოლოდ სტრატეგიულ ობიექტებში, საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად“, – აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები