LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-ლი მარტიდან დღემდე, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა ბაზაში 1200 ადამიანი დარეგისტრირდა

115
აზარტული-თამაშები

შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, 1-ლი მარტიდან დღემდე, აზარტულ და მომგებიან თამაშებზე დამოკიდებული 1 200 ფიზიკური პირი დარეგისტრირდა. უწყების ინფორმაციით, მათგან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 14, ხოლო თავად პირის მიმართვის საფუძველზე – 1 105.

ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია 1 449 124  პირის შესახებ ინფორმაცია.

შეგახსენებთ, 2022 წლის პირველი მარტიდან თამაშების ორგანიზატორი ვალდებულია:

  • არ დაუშვას მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა, ან გადატანა;

  • აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, სათამაშოდ არ დაუშვას 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები;

  • აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, მოთამაშის ვერიფიკაციის დღიდან ყოველწლიურად მოახდინოს პირის ხელახალი ვერიფიკაცია;

  • თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები