“1 ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები” – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ მუშაობას განაახლებს ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობა და ღია სივრცის მქონე რესტორნები.
“ორშაბათიდან მუშაობას ასევე შეძლებენ ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები. 8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურეობა რესტორნებში. 8 ივნისიდან ასევე გაიხსნება სასტუმროები, რომელთაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისიტროს შეშაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ ნებართვა” – განაცხადა გიორგი გახარიამ.