ახალდაბაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი, დაშავდა ოთხი ადამიანი.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
როგორია დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.