ხულოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუა ხნის მამაკაცი გარდაიცვლა, ხოლო სამი ადამიანი დაშავდა.
როგორ “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას სამგზავრო მიკროავტობუსი ამოყირავდა. შემთხვევა ხულოში, სოფელ ვაშლოვანში მოხდა. მიკროავტობუსი ბათუმში მიდიოდა. დაღუპულიც და დაშავებულებიც სამარშრუტო ტაქსის მგზავრები არიან. ხულოს მერის ინფორმაციით, დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.