LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-ელი სექტემბრიდან დღემდე გამოვლენილია 13 დარღვევა: შალვა პაპუაშვილი

77
შალვა-პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით პირველი სექტემბრიდან დღემდე 13 დარღვევა გამოვლინდა, საიდანაც 7 “ქართული ოცნების” საარჩევნო ატრიბუტიკის დაზიანებას, 2 სავარაუდო მოსყიდვის ფაქტს, 1 კი მუქარას ეხება.

პაპუაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება” სისტემატურად აწვდის ინფორმაციას ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს იმ დარღვევების შესახებ, რომლებიც მიმართულია „ქართული ოცნების“ და კონკურენტული საარჩევნო გარემოს წინააღმდეგ.

” ხაზს ვუსვამთ, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში თანაბრად მოხდეს ყველა პოლიტიკური ძალის საქმიანობაზე დაკვირვება, ხოლო ანგარიშში მოყვანილი შემთხვევები ეფუძნებოდეს ფაქტებს და არა მხოლოდ მონაყოლს ან აღქმებს. ” – გააცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი განცხადებით ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, სხვა წყაროებთან ერთად, ხშირად ეყრდნობიან, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებს.

ჩვენი პოლიტიკური გუნდი მუდმივ რეჟიმში გააგრძელებს საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშრებით, რათა ხელი შევუწყოთ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების დემოკრატიული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.