LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-ელი ივლისის შემდეგ, საქართველოში “მწვანე ქვეყნებიდან” ჩამოსულ ავიამგზავრებს კარანტინში ყოფნა აღარ მოუწევთ

18287
Airport-Boarding-Gate-Article1-t-gflyu-0

1-ლი ივლისის შემდეგ, საქართველოს აეროპორტებში “მწვანე ქვეყნებიდან” ჩამოსულ მგზავრებს კარანტინში ყოფნა აღარ მოუწევთ, – ამის შესახებ “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი აცხადებს. ამასთან, თამარ არჩუაძე ამბობს, რომ რეგულარული ფრენების განახლების შემდეგ “მწვანე ქვეყნებთან” გადაადგილებისას, შესაძლოა, PCR ტესტის გაკეთება საჭირო აღარ გახდეს.

“მწვანე ქვეყნებთან მოლაპარაკებების ერთ-ერთი ელემენტი არის ის, რომ ქვეყნები რომლებიც ერთმანეთს უხსნიან საზღვრებს და მიაჩნიათ, რომ ე.წ მწვანე ქვეყნები არიან, მაშინ ე.წ. კოვიდ პასპორტი მოთხოვნილი აღარ იქნება”, – აცხადებს თამარ არჩუაძე.

3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენისას მგზავრთა კვება აიკრძალა

ნიღბების გარეშე მგზავრები საჰაერო ხომალდზე არ დაიშვებიან

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი იმასაც ვარაუდობს, რომ რეგულარული ფრენების განახლების შემდეგ, ტრანზიტულ ფრენებზე, შესაძლებელია, დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები.

“პირველ ეტაპზე ქვეყნები ფიქრობენ, რომ გახსნან პირდაპირი მიმოსვლა. ტრანზიტულ ფრენებთან მიმართებაში შესაძლებელია დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები, ოღონდ ამასთან დაკავშირებით ისევ და ისევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რადგანაც არ ვიცით სამომამავლოდ რა იქნება”, – განაცხადა თამარ არჩუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები