LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-ელი იანვრიდან დღემდე, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, მოიწამლა 51 პირი – 90% ნაქირავებ და ნაგირავებ ბინებში ცხოვრობდა

43
giorgi lefsveriZe

გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე, გიორგი ლეფსვერიძე აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, მოიწამლა 51 პირი. მისივე განმარტებით, გარდაცვლილი და მოწამლული პირების 90% ნაქირავებ და ნაგირავებ ბინებში ცხოვრობდა.

გიორგი ლეფსვერიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ბინის დაქირავებამდე ან დაგირავებამდე „თბილისი ენერჯის“ დაუკავშირდნენ და კომპანიის თანამშრომლები ბინას სრულიად უფასოდ შეამოწმებენ.

„მიმდინარე წელს მოწამლული და გარდაცვლილი აბონენტების 90% ნაქირავებ და ნაგირავებ ბინებში ცხოვრობდა. შესაბამისად, მინდა შევახსენო მოსახლეობას და აბონენტებს, თუ თქვენ ბინის დაქირავებას ან დაგირავებას გადაწყვიტეთ, დაქირავებამდე/დაგირავებამდე აუცილებლად მოგვმართეთ. 240 40 04 – ეს არის ჩვენი კომპანიის ცხელი ხაზი, მოითხოვეთ შემოწმება და ჩვენი სპეციალისტები მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში, აღნიშნულ ბინაში მოვლენ, შეამოწმებენ და მოგცემენ მითითებას და თუ რაიმე არის გამოსასწორებელი, მაგასაც შესაბამისი აქტით დააფიქსირებენ“, – განაცხადა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი ლეფსვერიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები