LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს საქართველოში შემოვიდა და რჩება რუსეთის 112 733 მოქალაქე: შსს-ს სტატისტიკა

38
რუსეთის მოქალაქეები - ლარსის გამშვები პუნქტი

პარლამენტის დეპუტატმა ლევან ქარუმიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია, „რუსეთის რამდენი მოქალაქე შემოვიდა 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში“.

შს სამინისტროს მიერ მიწოდებულ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს საქართველოში შემოვიდა და რჩება რუსეთის 112 733 მოქალაქე, რაც საქართველოს მოსახლეობის 3,05%-ია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წლის ზუსტად იმავე პერიოდში, საქართველოში ოთხჯერ მეტი რუსეთის მოქალაქე დარჩა, ვიდრე უკრაინის, სადაც ომი ამ დრომდე გრძელდება (25 779).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები