LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-ელ ნოემბერს ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება

124

1 ნოემბერს ფიზიკური პირების მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა იწურება. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირების მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა.  ამ კატეგორიას მიკუთვნებული ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ქონების გადასახადის დეკლარაცია არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმული http://rs.ge/common/get_doc.aspx?id=10487 ”, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები