LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 დეკემბრიდან 21დეკემბრის ჩათვლით სტამბოლამდე ფრენა გაიაფდა

40

თურქეთის რესპუბლიკის ფლაგმანმა ავიაკომპანია ”თურქეთის ავიახაზებმა”, ავიაბილეთებზე ფასდაკლების ახალი აქცია დაიწყო. აქცია თბილისი-სტამბოლის მიმართულებას ეხება. ავიაკომპანიის ინფორმაციით, მინიმალური ტარიფი, 2 და მეტი მგზავრის ერთად მოგზაურობის შემთხვევაში, მოსაკრებლების ჩათვლით 151 ევროს შეადგენს.

”ფასდაკლებული ავიაბილეთების გაყიდვების პერიოდი არის 24 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ფრენის პერიოდი- 1 დეკემბრიდან 21დეკემბრის ჩათვლით”, – აცხადებენ ”თურქეთის ავიახაზებში”.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ “თურქეთის ავიახაზებმა”თბილისი-სტამბოლის ავიარეისების შესრულება უფრო კომფორტული, განიერი ფიუზელაჟის თვითმფრინავით- AIRBUS 330 -ით დაიწყო.

”31 ოქტომბრიდან, „თურქეთის ავიახაზები“, პირველად საქართველოს ავიაბაზარზე, რეგულარულ რეისებზე, სთავაზობს მომხმარებელს განიერი ფიუზელაჟის თვითმფრინავით ფრენას. „თურქეთის ავიახაზების“ რეისები სტამბოლი-თბილისი-სტამბოლი, რეისის ნომრით TK386/TK387, შესრულდება A330 -ით, რომელიც აღჭურვილია ბოლო თაობის ტექნოლოგიებით და მრავალი ჯილდოს მფლობელი საბორტო გასართობი სისტემით,“ – განმარტავენ ავიაკომპანიაში.

ცნობისთვის, თურქული ავიაკომპანია ჩვენს ქვეყანაში 1997 წლიდან დაფრინავს. ჯამში, საქართველოდან სტამბოლის გავლით, შესაძლებელია 300-ზე მეტი მიმართულებით გაფრენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები