თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთში, ქალაქ ხოფასთან ავტობანზე კლდე ჩამოიშალა და ლოდები ტრაილერების რიგს დაეცა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
შემთხვევა საზღვრისპირა ქალაქ ქემალფაშასა და ხოფას შორის მდებარე ავტობანზე, დაახლოებით დილის 8 საათისათვის მოხდა. პირველადი მონაცემებით, დაზიანებულია სამი სატვირთო ავტომობილი.
აღდგენილია ტრანსპორტის მოძრაობა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.