უახლესმა კვლევამ, რომელიც კანადის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს, აჩვენა, რომ 1 ჭიქა წითელი ღვინო დღის მანძილზე ისეთივე ეფექტს იძლევა, როგორც 1 საათიანი ვარჯიში სატრენაჟორო დარბაზში.
ამის მიზეზი კი ბუნებრივი ფიტოალექსინია, რომელიც წითელი ღვინის შემადგენლობაში შედის. ის ხელს უწყობს გულის უკეთ მუშაობას, ზრდის შრომისუნარიანობას, ამაგრებს კუნთებს, რაც საბოლოოოდ ორგანიზმზე ისე მოქმედებს, როგორც ფიზიკური ვარჯიში. როგორც კვლევის ხელმძღვანელი, ჯეისონ დაიკი ამტკიცებს, ესაა საუკეთესო საშუალება ადამიანებისთვის, ვისაც არ აქვთ დრო სპორტ-დარბაზში სასიარულოდ. ფიტოალექსინი ახშირებს გულის რითმს, რაც თავის მხრივ ამყარებს გულის კუნთებს, ის ასევეე არეგულირებს შაქრის შემცველობას ორგანიზმში და აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. ასევე მეცნიერები ამბობენ, რომ დღეში 1 ჭიქა წითელი ღვინო ამცირებს გონებრივი ჩამორჩენისა და სიმსივნის განვითარების რისკებს.