ეპიდემიოლოგების შეფასებით, საქართველოში ეპიდვითარება რთული და არასაიმედოა.
როგორც ექიმები საუბრობენ, ქვეყანაში ეპიდემიის მე-6 ტალღა დაიწყო. დღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. “ომიკრონ” ვარიანტის გავრცელების პიკურ პერიოდს ექიმები იანვრის ბოლოდან ელოდებიან და ფიქრობენ, რომ ახალ შტამს ჰოსპიტალური სექტორის მაქსიმალურად გადატვირთვა მოჰყვება.
„პრაქტიკულად, უკვე გადავედით მე-5-დან მე-6 ტალღაში. დიდი ხნის წინაც აღვნიშნე, რომ ეს იქნებოდა შტორმი და ძალიან მძიმე მონაცემები. დაახლოებით, 1-2 კვირის შემდეგ, ამ შედეგებს მივიღებთ. საზეიმო დღეები კიდევ ერთი დამაჩქარებელი აქტივატორია იმისთვის, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს“, – აცხადებს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე.