LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 000 სოფელში მოქალაქეებს ინტერნეტზე წვდომა რომ ჰქონდეთ, საჭიროა 70 მილიონი დოლარი, ეს პროექტი ხორციელდება – პარლამენტში კახა ბექაურს უსმენენ

81
კახა ბექაური

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს, კახა ბექაურს უსმენენ. მან  დეპუტატებს საქმიანობის 2019-2020 წლების ანგარიშს წარუდგენს.

მისი თმით, პანდემიის გამო, 2020 წელს, სატელეკომუნიკაციო სფეროს სტრატეგიული მნიშვნელობა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ტემპით განვითარების საჭიროება კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის განცხადებით, მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს სოფლებში ინტერნეტიზაცია მიმდინარეობს.

“პროექტის საჭიროება, რომ 1 000 სოფელში 500 000 მოქალაქეს წვდომა ჰქონდეს ინტერნეტ-სერვისებზე, დაახლოებით 70 მილიონ დოლარს შეადგენს. მსოფლიო ბანკის დაფინანსება იყო 35 მილიონი და ასევე, სახელმწიფოს ვალდებულებაც 35 მილიონი დოლარი. კარგი ინფორმაცია არის ის, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკიც დაინტერესდა ამ პროექტით და საქართველოს მონაწილეობა მან ჩაანაცვლა, შესაბამისად, ეს პროექტი საერთაშორისო მხარდაჭერით ხორციელდება,” – განაცხადა კახა ბექაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები