LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

0.1%-იც რომ ავიღოთ, საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება… მომდევნო სამი წელი „ქართული ოცნება“ დაამშვიდებს ქვეყანას: ირაკლი კობახიძე

137
ირაკლი-კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 2 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ 0.1%-იც რომ აიღოს, თვითმმართველობის არჩევნების შედეგების საფუძველზე საქართველოში არანაირი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება. „რუსთავი2“-ის ეთერში საუბრისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2024 წლამდე არჩევნები აღარ იქნება და მომდევნო სამი წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ქვეყანას და საზოგადოებას დაამშვიდებს.

თეორიულად, 1%-იც რომ ავიღოთ, 0.1%-იც რომ ავიღოთ, თვითმმართველობის არჩევნების შედეგების საფუძველზე არანაირი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება. ეს ჩვენი ძალიან მყარი პოლიტიკური პოზიციაა. პრაქტიკულად, ქართული ოცნება” 43%-ზე ბევრად მაღალ შედეგს აიღებს ისედაც და ასედაც, არც თეორიული, არც პრაქტიკული ფორმით არ არის აქტუალური ეს საკითხი.

პოლიტიკურ დისკუსიაში, რა თქმა უნდა, ყველა ცდილობს, რომ რაღაცა მოიგოს არჩევნების წინ, მაგრამ საზოგადოებას შეგვიძლია კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რომ 2024 წლამდე არანაირი არჩევნები არ გვექნება, ჩვენ გვექნება სიმშვიდის და განვითარების 3 წელი.

ყოველ წელს არჩევნებიც არ არის პრობლემა, მაგრამ ყოველ წელს პოლარიზებული არჩევნები არის პრობლემა ქვეყნის განვითარების კუთხით. ამიტომ, ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე და ეს სამი წელი ქართული ოცნება დაამშვიდებს ქვეყანას საზოგადოებასთან ერთად“. – თქვა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები