LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

​მოზარდები შესაძლოა, გავიდნენ რეალობიდან, მათი ქცევა გახდეს აუტისტური სპექტრის, მათ ვეღარ შეძლონ რეალობაში ადაპტაცია – მარინა კაჭარავა ანიმეებზე

211
marinakajarava345

ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა მიიჩნევს, რომ ანიმეეებმა შესაძლოა, მოზარდის ფსიქიკური მდგომარეობის მკვეთრი დამძიმება გამოიწვიოს. ფსიქოლოგი ამ ფაქტს კონკრეტული შემთხვევებით ხსნის.

აქ ძალიან დიდია, როგორც სექსუალური თემები, ასევე მკვლელობა. რადგანაც არის სერიალი და ეს არასდროს მთავრდება, ის დამოკიდებულებას იწვევს. ყველაზე დიდ დამოკიდებულებას იწვევს ის, რაც არასდროს მთავრდება. შემდგომ ემოციური პრობლემები ექმნებათ ასეთ ადამიანებს.

ერთ-ერთმა მოზარდმა გოგონამ მითხრა, არ აქვს მნიშვნელობა, ბიჭს მოვეწონები თუ არაო, ოღონდ ანიმეს ერთ-ერთ გმირს მოვეწონოო. ერთ-ერთი გმირის სახელი თქვა. ​ეს ბავშვებში იწვევს იმას, რომ ისინი, შესაძლოა, გავიდნენ რეალობიდან, მათი ქცევა გახდეს აუტისტური სპექტრის, მათ ვეღარ შეძლონ რეალობაში ადაპტაცია. ძალიან ბევრი ბავშვი ლაპარაკობს ჰალუცინაციებისმაგვარ მდგომარეობაზე. ამბობენ, რომ კუთხეში ვიღაც უყურებს, კარადაში ვიღაც არის. შესაძლებელია ეს არ იყოს ერთი რომელიმე მულტფილმის ბრალი და იყოს იმ ზღვა ინფორმაციის ბრალი, რომელსაც იღებს ბავშვი“,  – ამბობს მარინა კაჭარავა „იმედის დღის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები