LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნორვეგიული ავიაკომპანია 90 წლის მგზავრებს უფასო ფრენას სთავაზობს

119
687695

თავისი იუბილეს აღსანიშნავად ნორვეგიულმა ავიაკომპანია Wideroe-მ აქცია დაიწყო – მთელი წლის განმავლობაში 90 წელს მიღწეული მგზავრები ფრენას უფასოდ შეძლებენ.

გამოცემა KOM24-ის ინფორმაციით, უძველეს ნორვეგიულ ავიაკომპანიას წელს სწორედ 90 წელი შეუსრულდა. მას შიდა მარშრუტების ყველაზე ხშირი ქსელი აქვს და ყოველდღიურად ყველაზე მეტ რეისსაც ასრულებს.

კომპანია Wideroe 1934 წლის 19 თებერვალს დაარსდა და პირველი ფრენა იმავე წლის 18 ივნისს შეასრულა. ისტორიული რეისი 12 საათი გრძელდებოდა.

აქციის მხარდასაჭერად ავია გადამზიდმა სარეკლამო რგოლიც გადაიღო და მას სახელად „მოხუცებულთა სახლიდან გაქცევა“ დაარქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები