LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთი აპირებს რომ იაფფასიანი კურორტის იმიჯისგან გათავისუფლდეს

თურქეთს სურს, რომ ბიუჯეტური ტურისტული დანიშნულების იმიჯი მოიშოროს. ასეთი განცხადებით თურქეთის სასტუმროთა ფედერაციის ხელმძღვანელი გამოვიდა. ერკან იაგჯის კომენტარს გამოცემა Turizm Guncel ავრცელებს.

„თურქეთი ადრე ცნობილი იყო, როგორც ბიუჯეტური დანიშნულება, ახლა კი ჩვენ ეს ასოციაცია უნდა გადავლახოთ“, – დააზუსტა მან. ერკანმა ასევე დაამატა, რომ კურორტი ყველაზე ძვირადღირებული კი არ უნდა გახდეს, არამედ ფასისა და სერვისის ხარისხი უნდა დააბალანსოს. გარდა ამისა, აუცილებელია ფასების სეგმენტებად დაყოფა, რათა ტურისტებმა სხვადასხვა ვარიანტიდან შეძლონ არჩევა.

სპეციალისტმა ისიც განაცხადა, რომ ნომრების ღირებულება სასტუმროს კლასიფიკაციას უნდა ემთხვეოდეს: „არ უნდა მოხდეს ისე, რომ 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო იმდენივე ღირდეს, რამდენიც 5 ვარსკვლავიანი“.