LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ყველაზე დიდი მსმელები: ქვეყნები, სადაც ალკოჰოლი კიდევ უფრო მეტად შეუყვარდათ

120
1920x1080_cmsv2_189c272f-bec6-59

ევროპაში ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებელი სტაბილურად ეცემა, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში პირიქით – სმას მოუმატეს. ამის შესახებ Euronews ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) კვლევაზე დაყრდნობით წერს.

ევროპის ყველაზე მსმელი ქვეყნების სიის სათავეში ლატვია მოექცა. 2020 წელს 15 წელს გადაცილებულ ყველა მოქალაქეზე 12,1 ლიტრი სუფთა ალკოჰოლი მოდიოდა. ამასთან, ლატვია ერთ-ერთია იმ არც თუ ისე ბევრ სახელმწიფოს შორის სადაც ალკოჰოლის მოხმარება 2010 წლის შემდეგ გაიზარდა: მაშინ მაჩვენებელი მხოლოდ 9,8 ლიტრი იყო. ასევე სმას მოუმატეს ბულგარეთში, რუმინეთში, პოლონეთში, ნორვეგიაში, იტალიასა და ისლანდიაში.

ლიეტუვამ 11,4 ლიტრი ალკოჰოლით სიაში მესამე ადგილი დაიკავა. თუმცა, წარსულში მისი მაჩვენებელი ბევრად მეტი იყო და როგორც ჩანს, ლიეტუველები ყოველ წელს სულ უფრო ნაკლებ სპირტიან სასმელს მიირთმევენ. ანალოგიურ სიტუაციაშია : ესტონეთი, ირლანდია, საბერძნეთი, ესპანეთი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, კვიპროსი, სერბეთი, ბელგია, ხორვატია, დანია, შვეიცარია, გერმანია, პორტუგალია და ავსტრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები